суббота, 3 мая 2014 г.

      მე-7 მოდული დამეხმარა სასწავლო გარემოს პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის, ასევე თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩემი პროდუქტიულობის გაზრდის სწავლების პრაქტიკის .
      კმაყოფილი ვარ ტრენინგით, მადლობა ჩვენს მასწავლებელს ნანა ედიშერაშვილს.
       მე-5 მოდული მე დამეხმარა თუ როგორ გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტებიშინაარსის ათვისების, 21 საუკუნისა მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის.
       მე-6 მოდული მე დამეხმარა წყვილებში გვემსჯელა შეფასების რუბრიკებზე, ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით, თვითრეგულირების უნარის განვითარებისთვის მოსწავლეებში.ეს დამეხმარა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაუმჯობესებაში და შეფასების სტრატეგიაში. კმაყოფილი ვარ ტრენინგით.
       მე-3 მოდული დამეხმარა, რომ გავცნობოდი ინტერაქტიურ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.ასევე  შევისწავლე სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები. ვებსაიტების საავტორო უფლებების კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ დავგეგმე ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობა ჩემი პროექტის ფარგლებში.
       მე-4 მოდული მე დამეხმარა თუ როგორ ვასწავლო მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.ასევე მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშების კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის დაგეგმვა და შექმნა.
      კმაყოფილი ვარ ტრენინგით,დიდი მადლობა ნანა მასწავლებელს.

среда, 16 апреля 2014 г.

     მეორე მოდული მე დამეხმარა რომ, გამეანალიზებინა სტანდარტი, მიზნები, შეფასების  დროში გაწელილი გეგმა, საკვანძო საკითხები.საპრეზენტაციო პროგრამის მიმოხილვა.

четверг, 10 апреля 2014 г.



        პირველი მოდულის რეფლექსია
       ტრენინგზე გავიხენეთ მოსწავლეთა მისაღწევი ის უნარ-ჩვევები რომლებიც  გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით, ასევე დამატებით გავეცანით21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და ამოვარჩიეთ 3 ყველაზე უფრო პრიორიტეტული, ჩვენი აზრით .გავეცანით კორნელის მეთოდს. გავეცანით ახალ საიტს tpdc.ge/essentials/ სადაც განთავსებულია პროექტის დამხმარე. გავეცანით ამ საიტით სარგებლობის საშუალებებს. განვიხილეთ მოდული 1 . შევქმენით საქაღალდე და მასში განვათავსეთ პროექტისათვის საჭირო მონაცემები. ვისწავლეთ პროექტის დამხმარედან  ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის გადმოტვირთვა, კომპიუტერში და შემდეგ საქაღალდეში განთავსება,ფასილიტაციის საქაღალდეში პუბლიკაციებისა და ბროშურების მოძიება.ვისწავლეთ ბლოგ-ის შექმნა.